ახალი ამბები

კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა – საუნივერსიტეტო კლინიკა

15 დეკემბერი, 2020 •
კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა – საუნივერსიტეტო კლინიკა

მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მსახიობი 14 დეკემბერს გაეწერა ბინაზე და მისი მდგომარეობა სტაბილური იყო.

29 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავსაძეს Covid-19 დაუდასტურდა და სუნთქვის უკმარისობით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ინფიცირებული იყო მისი ოჯახის რამენიმე წევრიც, მაგრამ მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი