ახალი ამბები

კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

29 ნოემბერი, 2020 • 1028
კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სუნთქვის უკმარისობით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კავსაძე 85 წლისაა.

კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა  კავსაძის მდგომარეობა შეაფასა, როგორც “საკმაოდ მძიმე”. მისი თქმით, მსახიობს სუნთქვითი უკმარისობა აღენიშნება და ის მართვით სუნთქვაზე გადაჰყავთ.

კახი კავსაძის ძმამ, იმერი კავსაძემ რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ თავადაც ინფიცირებულია ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, თუმცა მათ მსუბუქი სიმპტომები აქვთ და სახლში აგრძელებენ მკურნალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი