ახალი ამბები

ჩერნობილი ტრაგედიიდან 35 წლის შემდეგ [ფოტო]

26 აპრილი, 2021 • 1587
ჩერნობილი ტრაგედიიდან 35 წლის შემდეგ [ფოტო]

დღეს, 26 აპრილს, ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა, რეაქტორზე მომუშავე 2 სპეციალისტი ადგილზევე დაიღუპა, სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ათასობით ადამიანმა კი რადიაციციული დასხივება სასიკვდილო დოზით მიიღო.

რეაქტორის გარშემო 30 –კილომენტრიანი პერიმეტრი კატასტროფის ზონად გამოცხადდა, მიმდებარე სოფლებიდან და ქალაქ პრიპიატიდან 200 ათასზე მეტი ადამიანი სასწრაფო ევაკუაციის წესით გაიყვანეს. რადიაციული ღრუბელი გავრცელდა ევროპის ქვეყნებშიც, რადიაციული ფონის მომატება შეინიშნებოდა დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში.

ნახეთ, როგორ გამოიყურება კატასტროფის ზონა ტრაგედიიდან 35 წლის შემდეგ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი