ახალი ამბები

ჭყონდიდში დაპირისპირებისას დაშავდა დიაკვანი ანანია კალანდია, დაიწყო გამოძიება

25 აპრილი, 2021 •
ჭყონდიდში დაპირისპირებისას დაშავდა დიაკვანი ანანია კალანდია, დაიწყო გამოძიება

ჭყონდიდში, დღეს 25 აპრილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა ერთ-ერთი სასულიერო პირი, დიაკვანი ანანია კალანდია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ანანია კალანდია ერთ-ერთია, ვინც მიტროპოლიტმა სტეფანემ განკვეთა.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ჟურნალისტებთან ყვება, ამ დროისთვის ჭყონდიდში დილით მომხდარ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დაკითხვა მიმდინარეობს. მისივე თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს. თუმცა, სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

გარეკანი ფოტო: ბერდია კალანდია/თაიმერი


დღეს დილიდან ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბულობაა, აქ რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.

მარტვილის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი