„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თუ ნიკა მელია ევროპარლამენტარების თავდებით არ გამოუშვეს, მისი პარტია შევა პარლამენტში, რათა ამნისტიის კანონის მეშვეობით გაათავისუფლონ პატიმრობიდან, თუმცა ისე, რომ 20 ივნისს დაზარალებულები მეორედ არ დაზარალდნენ.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვაზე, „ლელო“ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ შევა პარლამენტში, თუ მანამდე, რათა მონაწილეობა მიიღოს ამნისტიის კანონპროექტის განხილვაში, ხაზარაძემ 22 აპრილს განაცხადა, რომ დილემის წინაშე დგანან:
„ჩემი და ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, თუ მელია გათავისუფლებული არ იქნება და ამას ვაკეთებთ ახლა ზუსტად. ამ თავდებობის მექანიზმით იგი გამოვიყვანოთ საპყრობილიდან. მაგრამ არის მეორე საკითხი: თუ ეს არ მოხდა, თუ ეს მცდელობაც ჩაშალა ხელისუფლებამ, მაშინ სხვა გზა არ დაგვრჩენია, რომ არ შევიდეთ პარლამენტში, რათა მელია გავათავისუფლოთ“.
ამასთან, ხაზარაძის თანახმად, ასეთ შემთხვევაში ამნისტიის კანონპროექტი ისე უნდა იქნას მიღებული, რომ „მეორედ ტრავმა არ მივაყენოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრებისეული ტრავმა მიიღეს 20 ივნისს“.
რამდენიმე საათით ადრე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმებზე მსჯელობისას ერთ-ერთ ასეთ მექანიზმად განიხილება ევროპელი პარლამენტარები მიერ მელიას თავდებში დადგომა, „რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკო მინაშვილმა ამ იდეას „საინტერესო“ უწოდა.
ხაზარაძე: ევროპარლამენტარები მზად, არიან თავდებში დაუდგნენ მელიას
ხაზარაძე: ევროპარლამენტარები მზად, არიან თავდებში დაუდგნენ მელიას