ახალი ამბები

ხაზარაძე: ევროპარლამენტარები მზად, არიან თავდებში დაუდგნენ მელიას

22 აპრილი, 2021 •
ხაზარაძე: ევროპარლამენტარები მზად, არიან თავდებში დაუდგნენ მელიას

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმებზე მსჯელობენ. ერთ-ერთ ასეთ მექანიზმად, ხაზარაძის თანახმად, განიხილება ის, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ენმ-ის თავმჯდომარეს, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება.

“ლელოს” ეს ინიციატივა ინტენსიურად განიხილება ბრიუსელში. სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული. შესაბამისად, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას. ასევე, ლელოც მზად არის შეურთდეს ევროპარლამენტარების თავდებობას.

იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას ასევე დადებითად მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და დროულ რეაგირებას მოახდენენ შესაბამისი უწყებები, ვისაც გააჩნია საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება”,-აცხადებს ხაზარაძე.

?? ??
მეორე დღეა ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში, სხვა უმნიშვნელოვანეს…

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on Thursday, April 22, 2021

ამას გარდა, “ლელო” აცხადებს, რომ ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდა, რომ შეიქმნება ევროპელი დეპუტატების მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც 5-პუნქტიანი ხელშეკრულების აღსრულებას დეტალურ მონიტორინგს გაუწევს.

ბრიულსელში ევროპარლამენტში შეხვედრებს “ლელოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია მართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი