ახალი ამბები

ერთი წლის შემდეგ საქართველომ უკრაინაში ელჩი დააბრუნა

22 აპრილი, 2021 •
ერთი წლის შემდეგ საქართველომ უკრაინაში ელჩი დააბრუნა

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე მიმდინარე წლის 21 აპრილს დაბრუნდა კიევში და მოვალეობების შესრულებას შეუდგა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან და მინისტრის მოადგილესთან, ვასილ ბოდნართან.

უწყების ცნობით, უკრაინული მხარე მიესალმა თბილისის გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნების თაობაზე და პოზიტიურად შეაფასა აღნიშნული ნაბიჯი, განსაკუთრებით, უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ესკალაციის ფონზე. შეხვედრებზე აღინიშნა საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების აქტიური დინამიკა. საქართველოს ელჩმა ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან თბილისში კონსულტაციებისთვის 2020 წლის 8 მაისს გამოიწვია.

ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ეს კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.

ერთი წელი ხდება, რაც საქართველოს უკრაინიდან ელჩი გამოწვეული ჰყავს

მასალების გადაბეჭდვის წესი