ახალი ამბები

ნამოხვანის პროტესტი: მომიტინგეები ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას აპირებენ

12 აპრილი, 2021 • 1194
ნამოხვანის პროტესტი: მომიტინგეები ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას აპირებენ

„რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები ქუთაისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობის მოწყობას გეგმავენ.

როგორც რიონის ხეობიდან ნეტგაზეთის კორესპონდენტი იტყობინება, ამ ეტაპზე მოქალაქეთა ნაწილი გუმათთანაა შეკრებილი, იქ, სადაც  3-4 აპრილიდან კარავი აქვთ გაშლილი. მათი ნაწილი ქუთაისში მსვლელობის შემდეგ დარჩება, ვინაიდან იქ ცხოვრობს, ნაწილი კი კარავში დაბრუნდება.

⭕ საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს ნამოხვანიდან 17 კილომეტრის დაშორებით უწევთ დაბანაკება

ვრცლად: https://netgazeti.ge/news/534414/

Posted by Netgazeti on Monday, 12 April 2021

მანამდე აქციის მონაწილეები „ენკას“ ტექნიკურ ბაზასთან ფეხით მივიდნენ, სადაც კომპანიას ჰესის აშენებაზე უარის თქმისკენ და ხეობის დატოვებისკენ მოუწოდეს.


დღეს რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მორიგი აქციის დროს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.აქციის მონაწილეობმა რიონის ხეობისკენს მიმავალი გზის გახსნა მოითხოვეს, რომელიც საპოლიციო ძალების მიერაა გადაკეტილი.

ხელებაწეულმა აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, თუმცა, საბოლოოდ გადაწყვტიეს, რომ ქუთაისისკენ მსვლელობით წასულიყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი