„რიონის ხეობის მცველების“ საპროტესტო აქციამ სოფელი გუმათიდან ქუთაისთან ახლოს, კომპანია „ენკას“ ბაზასთან გადაინაცვლა. ეს ადგილი ასევე ცნობილია, როგორც გუმათჰესის დასახლება.
ადგილზე მისულია ათობით მოქალაქე, ისინი აპირებენ, რომ კომპანიას შეძახილებით მოუწოდონ – არ ააშენოს ჰესი და დატოვოს ხეობა.
მოქალაქეები აპირებენ, რომ მალევე დაუბრუნდნენ კარვებს.
დღეს რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მორიგი აქციის დროს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.აქციის მონაწილეობმა რიონის ხეობისკენს მიმავალი გზის გახსნა მოითხოვეს, რომელიც საპოლიციო ძალების მიერაა გადაკეტილი.
ხელებაწეულმა აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, თუმცა, საბოლოოდ გადაწყვტიეს, რომ ქუთაისისკენ მსვლელობით წასულიყვნენ.