კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
გადაწყვეტილებაში, რომელსაც თავად კომპანია აქვეყნებს, ნათქვამია, რომ ENKA Renewables-მა უკვე აცნობა საქართველოს ხელისუფლებას კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ.
მიზეზად კომპანია კონტრაქტის პირობების დარღვევას და ფორსმაჟორული გარემოებებს ასახელებს.
ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ „რიონის ხეობის მცველები“, სახელმწიფოს, ენკასა და არასამთავროებს შორის გამართულ მედიაციას ტოვებენ.
განცხადებაში, რომელიც მოძრაობამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა, ნათქვმია, რომ ისინი გააგრძელებენ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლას.
ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.
ნახეთ ამავე თემაზე: