ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ სავალდებულო ვაქცინაციას მხარი დაუჭირა — BBC

8 აპრილი, 2021 •
სტრასბურგის სასამართლომ სავალდებულო ვაქცინაციას მხარი დაუჭირა — BBC

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ახალი გადაწყვეტილებით, მხარი დაუჭირა სავალდებულო ვაქცინაციას.

სტრასბურგის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ჩეხეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებულ საჩივარზე პასუხად გამოიტანა.

სასამართლოში ჩიოდნენ ოჯახები, რომელთა შვილებიც ჩეხეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არ მიიღეს, რადგან ვაქცინები არ ჰქონდათ ჩატარებული ამ მიზეზით დააჯარიმეს.

ამ საეტაპო გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ დააფიქსირა პოზიცია, რომ „იმის მიუხედავად, რომ ჩეხეთის მთავრობის პოლიტიკა მოქალაქეების პირადი ცხოვრების უფლებაში იჭრებოდა, არსებობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაცვის საფუძველი“.

გადაწყვეტილებას 17 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 16-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მხოლოდ ერთი წავიდა წინააღმდეგ.

სასამართლოს თანახმად, აღნიშნული მოთხოვნა შეიძლება ჩაითვალოს „აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში“ და დასძინა, რომ მისი „მიზანი უნდა იყოს ყველა ბავშვის დაცვა სერიოზული დაავადებებისგან“.

ყველა ის შემთხვევა, რაზეც სტრასბურგში ჩიოდნენ, კორონავირუსულ პანდემიამდე იყო მომხდარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი