“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ნიკა მელიას საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლების მიცემა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილებაა.
მისი თქმით, მთავარი გადაწყვეტილება 13 აპრილს ჩანიშნულ პროცესზეა მისაღები, რომელსაც არა მელიას საქმის მოსამართლე, არამედ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.
“ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტილება, რაც მოსამართლე ჩახნაშვილმა დღეს მიიღო, სასამართლო დარბაზში დაბრუნებასთან დაკავშირებით რა შუამდგომლობითაც შევიდა მისი დაცვის მხარე. მთავარი გადაწყვეტილება, განსხვავებით ამ ტექნიკური გადაწყვეტილებისგან, იქნება 13 აპრილს. თუმცა კარგად გვესმის, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება ნინო ჩახნაშვილის გასაკეთებელი, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ზიანს, რასაც ქვეყანა იღებს. მაგრამ ასევე, ის პირადად რა საფრთხის ქვეშაც არის, მათ შორის, პერსონალურ სანქციებზეა საუბარი იმის გამო, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, ნიკა მელია და გიორგი რურუა”, — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დღეს, 8 აპრილს გასამართი სხდომა 13 აპრილისთვის გადადო, რადგან დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ნიკა მელიას თავისსავე პროცესზე დასწრების უფლება მისცა.
მოსამართლემ ნიკა მელიას თავსსავე პროცესზე დასწრების უფლება მისცა