პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერია გია ვოლსკი “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა.
ვოლსკიმ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა და საზოგადოებას დროულად აცრა ურჩია.
“ყველაზე დიდი უნდობლობა და ყველაზე დიდი საფრთხე, რაც კაცობრიობას ემუქრება, არის ეს საშინელი ვირუსი. აქედან გამომდინარე ვაქცინაცია არის ჩვენი ბრძოლის ერთადერთი მეთოდი, გზა და იარაღი, არამარტო საქართველოში”, — განაცხადა ვოლსკიმ.