ახალი ამბები

ინსტიტუციების რეიტინგში ჯარისა და ეკლესიის შემდეგ, მედია მე-3 ადგილზეა – IRI

5 აპრილი, 2021 •
ინსტიტუციების რეიტინგში ჯარისა და ეკლესიის შემდეგ, მედია მე-3 ადგილზეა – IRI

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) ახალი კვლევით, რომლის საველე სამუშაოებიც 2021 წლის თებერვალში ჩატარდა, ინსტიტუციების რეიტინგში ჯარისა და ეკლესიის შემდეგ მედია მესამე ადგილზეა.

კვლევის მიხედვით, პირველ ადგილს ჯარი იკავებს. გამოკითხულთა 82% ჯარს პოზიტიურად აფასებს. მეორე ადგილზე კი 97%-იანი პოზიტიური რეიტინგით ეკლესია მოდის.

მესამე ადგილს 64%-ით ქართული მედია იკავებს, მეოთხე ადგილზე კი პოლიციაა 54%-ით.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ.

ორგანიზაციის განცხადებით, მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. IRI აღნიშნავს, რომ შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი