ახალი ამბები

“უნდა ავიცრათ, თუ გვინდა ჩვენი ქვეყანა გადარჩეს” — ლანა ღოღობერიძე COVID-19-ზე აიცრა

30 მარტი, 2021 •
“უნდა ავიცრათ, თუ გვინდა ჩვენი ქვეყანა გადარჩეს” — ლანა ღოღობერიძე COVID-19-ზე აიცრა

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე 92 წლის ასაკში “ფაიზერის” მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. როგორც რეჟისორმა იმუნიზაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თავს კარგად გრძნობს და ყველას მოუწოდებს ვაქცინაციისკენ. მისი აზრით, ეს სხვების მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა:

“თავს ვგრძნობ სრულიად ჩვეულებრივად, ამ წუთას ავიცერი “ფაიზერის” ვაქცინით. დარწმუნებული ვარ, არავითარი გართულება არ იქნება, არავითარი ღელვა არ მქონდა, პირიქით. ყველა ძალიან კარგად დამხვდა, ძალიან ორგანიზებულად. ის იშვიათი შემთხვევაა, როცა შემიძლია თავს მივცე უფლება, მოგიწოდოთ, აუცილებლად უნდა ავიცრათ ყველა, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, ჩვენი ქვეყანა და ახლობები გადარჩნენ. მარტო შენთვის კი არა, შენი ქვეყნისთვისაა საჭირო, ესაა სოლიდარობის გამოხატვა სხვების მიმართ” ,— ამბობს ღოღობერიძე.

ამ დროისთვის საქართველოში მხოლოდ “ასტრაზენეკას” და “ფაიზერის” მიერ წარმოებული ვაქცინებით იმუნიზაცია არის ხელმისაწვდომი სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირებისთვის და 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის. 30 მარტის მონაცემებით, 5 700-ზე მეტი პირია აცრილი.

როგორ დავრეგისტრირდეთ კორონავირუსის ვაქცინაზე — დეტალური ინსტრუქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი