ახალი ამბები

შემდეგ კვირაში საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის 100 ათასი დოზა ჩამოვა

30 მარტი, 2021 •
შემდეგ კვირაში საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის 100 ათასი დოზა ჩამოვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომავალ კვირაში საქართველოში ჩინური წარმოების  ვაქცინის 100 000 დოზა შემოვა.

ჩინურ “სინოფარმს” ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ამ დროისთვის მინიჭებული არ აქვს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინის ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციები გაგრძელდება, დაელოდონ მარეგულირებელს პრეპარატის ავტორიზაციისთვის თუ უნგრეთის მსგავსაც ვაქცინის გამოყენება მანამდე დაიწყონ:

“კვირის ბოლოს ველოდებით ჩინეთიდან ვაქცინის გამოგზავნას. შესაბამისად, შემდეგ კვირაში გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინა, რომელიც თქვენ იცით, რომ აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერ. ჩამოტანილი იქნება 100 000 დოზა.

ჩვენ გავდივართ ჯანმოსთან კონსულტაციებს, როგორ ვიმოქმედებთ ამ ვაქცინასთან მიმართებთ- დაველოდებით ჯანმოს აღიარებას, თუ დაგვრთავენ ისინი ნებას უნგრეთის მსგავსად განვაგრძოთ ქვეყანაში ვაქცინაცია”, – ამბობს ტიკარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი