სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კორონავირუსის წინააღმდეგ “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა. ლომჯარიამ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
ომბუდსმენმა ასაცრელად დარეგისტრირებისაკენ იმ პირებს მოუწოდა, ვისაც პირველ ეტაპზე აცრა პროტოკოლით ეკუთვნით.
“დღეს მე ავიცრები “ასტრაზენეკას” ვაქცინით. ვიცი, რომ ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს ამ ვაქცინის მსურველთა რეგისტრაცია. კარგია, რომ “ფაიზერის” ვაქცინა თითქმის შევსებული არის, თუმცა “ასტრაზენეკას” ეფექტიანობაც არის დადასტურებული. ჩემი ამ ქმედებით მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეკუთვნის რეგისტრაცია, რომ იაქტიურონ და მინდა, რომ ჩემი ამ გადაწყვეტილებით ამ ვაქცინის მიმართ ჩემი ნდობა დავადასტურო”, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
კორონავირუსზე ვაქცინაცია შეუძლია 65+ ასაკის ადამიანებს საქართველოს მასშტაბით. თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ვაქცინაზე, წაიკითხეთ აქ:
როგორ დავრეგისტრირდეთ კორონავირუსის ვაქცინაზე — დეტალური ინსტრუქცია