ახალი ამბები

ჯერ მოვუსმინოთ, რას იტყვის, შემდეგ შევაფასებთ – ღარიბაშვილი გახარიაზე

29 მარტი, 2021 •
ჯერ მოვუსმინოთ, რას იტყვის, შემდეგ შევაფასებთ – ღარიბაშვილი გახარიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე საუბრისას ამბობს, რომ ჯერ მის გეგმებს მოუსმენს, შემდეგ კი შეაფასებს ექსპრემიერის გეგმებს პოლიტიკაში.

ღარიბაშვილი დღეს „ენგურ ჰესში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, შემდეგ კი ჟურნალისტებთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ პოლიტიკიდან არ მიდის, ღარიბაშვილი პასუხობს:

„რაც შეეხება გახარიას, ამასთან დაკავშირებით რა კომენტარი შემიძლია გავაკეთო?! გიორგი იყო ჩვენი მთავრობის დროს 8 წლის განმავლობაში ჯერ ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ იყო ეკონიმიკის მინისტრი, შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ, პრემიერ – მინისტრი, 8 წელი იყო მთავრობის წევრი.

მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს. ჯერ დაელოდეთ, მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის და როგორ იტყვის, შემდეგ ვიტყვით ჩვენს შეფასებას“, – ამბობს ის.

წაიკითხეთ ასევე:

პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ — გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი