ახალი ამბები

“ცნობილი ადამიანების აცრა სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილია” — ტიკარაძე

26 მარტი, 2021 •
“ცნობილი ადამიანების აცრა სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილია” — ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეების იმუნიზაცია სტრატეგიული კომუნიკაციის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც მოქალაქეებში ვაქცინის მიმართ ნდობას გაზრდის.

მინისტრის თქმით, ინფორმაცია მიეწოდება ყველა იმ ცნობილ პირს, რომლებიც დღეს იმუნიზაციის პროცესში საკუთარი ნებით ერთვებიან და ამას ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაციისთვის აკეთებენ:

“რაც შეეხება 100 ვაქცინას ცნობილი ადამიანებისთვის, ეს არის სტრატეგიული კომუნიკაციის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც თვალსაჩინოდ აჩვენებს ჩვენს მოქალაქეებს, თუ რამდენად სანდოა ვაქცინა.

რა თქმა უნდა, ინფორმაცია მიეწოდება ყველა იმ ცნობილ პირს, რომელიც დღეს ვაქცინაციაში საკუთარი ნებით ერთვება. თქვენ იცით, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ისინი ამას აკეთებენ ჩვენი საზოგადოებისა და ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის. არანაირი გამორჩევა იმ ნიშნით, რომ ეს ადამიანები არიან ცნობილი და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მათზე განსაკუთრებით ზრუნავს, ამ კომპონენტში არ არის ჩადებული”, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ბათუმის რეპუბლიკური საავადმყოფოს მონახულების შემდეგ.

ამ დროისთვის “ფაიზერის” მხოლოდ 5 ათასი დოზა რჩება თავისუფალი

მასალების გადაბეჭდვის წესი