ახალი ამბები

გაბუნია: ვაქცინაციაზე საყოველთაო რეგისტრაცია, ვფიქრობთ, აპრილში დაიწყება

25 მარტი, 2021 •
გაბუნია: ვაქცინაციაზე საყოველთაო რეგისტრაცია, ვფიქრობთ, აპრილში დაიწყება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ყველა მსურველისთვის კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებში დაიწყება, თუმცა მათი იმუნიზაცია 2021 წლის მე-3 – მე-4 კვარტალშია მოსალოდნელი:

“საყოველთაო რეგისტრაცია, ვფიქობთ, აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სიაში მყოფ ადამიანებს ხვალვე შეგვიძლია შევთავაზოთ ვაქცინა. საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მე-3, მე-4 კვარტალში, ასეა გეგმაში მითითებული” ,— ამბობს გაბუნია.

25 მარტიდან კორონავირუსზე ვაქცინაცია, სამედცინო სფეროში დასაქმებულების გარდა, ხელმისაწვდომი გახდა 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაც. დღის ბოლოდან ვაქცინაციის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, არჩევანი გააკეთონ “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” ვაქცინებს შორის, დაჯავშნონ თარიღი და შესაბამის დროს ვაქცინაციის ცენტრში აიცრან.

საქართველომ “ფაიზერის” ვაქცინის 30 ათასამდე დოზა მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი