Pfaizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოშია.
ვაქცინა თავდაპირველად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დასაწყობდება, საიდანაც მოხდება მისი ტრანსპორტირება ვაქცინაციის ცენტრებში.
საქართველოში გამოიყენება მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები.
ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 4 ათასზე მეტი სამედიცინო მუშაკია აცრილი “ასტრაზენეკას” მიერ წარმოებული ვაქცინის პირველი დოზით. 25 მარტიდან კი ვაქცინაცია ხელმისაწვდომი 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაც გახდება. მოქალაქეებს არჩევანი ორ ვაქცინას შორის ექნებათ.