ახალი ამბები

რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უკეთესია – დავითულიანი გახარიაზე

22 მარტი, 2021 •
რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უკეთესია – დავითულიანი გახარიაზე

“რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და მით უფრო უარესია რადიკალური ოპოზიციური ძალებისთვის”, – ასე გამოხმაურა “ქართული ოცნების” წევრი ბექა დავითულიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

დავითულიანის თქმით, თუ გახარია პოლიტიკაში დაბრუნდება, ის,”ოცნების” კონკურენტი იქნება.

“საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და ყველას აქვს უფლება შექმნას პოლიტიკური ძალა. გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, რა თქმა უნდა, [ქართული ოცნებისთვის] კონკურენტი იქნება, იმიტომ, რომ ის ამ პარტიიდან წასულია.

ჩემი შეფასებით, გიორგი გახარია კარგი პრემიერ-მინისტრი იყო, მას ბევრი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული და თუ იგივე წარმატებით განაგრძობს ის ოპოზიციის როლში მოღვაწეობას, ეს ქართული პოლიტიკისთვის მხოლოდ კარგი იქნება. ჯერ დააანონსა, ვნახოთ, რას იზამს”, – განაცხადა დავითულიანმა.

ამასთან, დავითულიანი აღნიშნავს, რომ გახარიას “ქართულ ოცნებაში” მეგობრები ჰყავს და თუ ვინმე მასთან ერთად დავინახეთ, არ ნიშნავს, რომ “არშემქმნილი პოლიტიკური გუნდის წევრია”.

“ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს გიორგის ხედვები, მისი ამბიცია პოლიტიკაში შემოსვლის და ამიტომ ძალიან ადრეა მარჩიელობა”, – განაცხადა დავითულიანმა


დღეს, გადადგომის შემდეგ პირველად, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ — გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი