ახალი ამბები

მოქალაქეთა და აქტივისტთა ნაწილი ნოვრუზს ‘კომენდანტის” შემდეგაც ზეიმობს [ვიდეო]

21 მარტი, 2021 • 979
მოქალაქეთა და აქტივისტთა ნაწილი ნოვრუზს ‘კომენდანტის” შემდეგაც ზეიმობს [ვიდეო]

მარნეულში მოქალაქეებისა და სამოქალაქო აქტივისტები ნაწილი ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნას 21 საათის შემდეგაც განაგრძობს და ე.წ. კომენდატის საათის რეაგულაციას არღვევს.

ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალა ადგილორივი რადიო მარნეული ავრცელებს. რადიოს ცნობით ამ მოქალაქეებმა ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევა პროტესტის ნიშნად გადაწყვიტეს.

საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს სრულყოფილად ვერ ზეიმობს. სათემო ორგანიზაციების თხოვნა, 1 დღით, გამონაკლისის სახით, სახალხო დღესასწაულის აღსანიშნად მოხსნილიყო კომენდანტის საათი, ხელისუფლებამ ჯერ რელიგიის საქმეთა სააგენტოს გადასცა განსახილველად, ბოლოს კი უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე.

ეს 18 მარტს მოხდა. ამავე დღეს, ხელისუფლებამ დაუშვა ესპანეთთან საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივართა ნაწილობრივი დასწრება და ბილეთების მფლობელთათვის გადაადგილების შეზღუდვის გადაწევა, რამდენიმე თვით ადრე კი აღნიშნული შეზღუდვა მოხსნა როგორც ახალი წლის ღამეს, ისე — მართლმადიდებლურ შობას.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემი ნოვრუზ ბაირამს 21 მარტს აღნიშნავს, სადღესასწაულო რიტუალების დიდი ნაწილი კი ღამით იმართება. ტრადიციის მიხედვით, ღამით ანთებენ კოცონს, შლიან სუფრას, მართავენ შეჯიბრს წითელი კვერცხებით და ერთმანეთთან არიგებენ ნაჩხუბარ ადამიანებს.

სწორედ ამიტომ, აქტივისტებმა და სათემო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას მიმართეს, ამ დღეს, გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი მთელ საქართველოში მოხსნილიყო და ამით ყველას თანაბრად ესარგებლა.

“ჩვენთვის ეს დღესასწაული (და არც საქართველოს აზერბაიჯანელი თემი) კონკრეტული რეგიონით ან ვიწრო ეთნიკური ხაზებით არ არის შემოფარგლული. ჩვენ ამ დღესასწაულს ჩვენს ქართველ, სომეხ, მუსლიმ ქართველ, ქისტ, იეზიდ და სხვა მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ”, — აღნიშნავდნენ ისინი წერილში.

ნოვრუზი. ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი/OC Media

ახალგაზრდა აქტივისტები აღნიშნავდნენ, რომ ესმით შეზღუდვების მნიშვნელობა, თუმცა, ვინაიდან ვირუსის დადასტურებული შემთხვევების ოდენობა შემცირებულია, შესაძლებლად მიიჩნიეს, 1 დღის გამონაკლისი დაშვებულიყო. მთავრობამ ეს თხოვნა იუარა.

“კულტურულ, რელიგიურ და მსგავს დღესასწაულებზე, ხალხმრავლობიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების მომატებული რისკია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია, მსგავს დღესასწაულებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა.

რატომ არის პრობლემა ეროვნული უმცირესობების საბჭოს შექმნა დიასპორის კომიტეტის ბაზაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი