ახალი ამბები

40%-მდე აღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები არ შეგვითავაზებია — თალაკვაძე

20 მარტი, 2021 • 1176
40%-მდე აღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები არ შეგვითავაზებია — თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების პროცესში არ შეუთავაზებია ვადამდელი არჩევნების ჩატარება იმ პირობით, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მმართველი გუნდი აიღებდა 40%-ს. ამის შესახებ თალაკვაძეს ჟურნალისტმა თამთა სანიკიძემ “პირველი არხის” ეთერში ჰკითხა.

„ეს არასწორია. სიმართლე გახლავთ ის, რომ არჩევნების შემთხვევაში, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი არგუმენტი დღეს არ არსებობს. რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დემოკრატიაში ტარდება მხოლოდ მაშინ, თუ ვერ მოხდა უმრავლესობის ჩამოყალიბება ან მთავრობის ფორმირება, ან, თუ კონსტიტუციით დადგენილი ის პროცესები განვითარდა, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობაში.

დღეს არც ერთი ასეთი ფაქტი არ არის სახეზე. ოპოზიციის მთავარი ბრალდება, რომ თითქოს სისტემურად გაყალბდა არჩევნები, გაქარწყლებულია, ვინაიდან სამივე მექანიზმზე, რაც მათ ჩვენ შევთავაზეთ გადასამოწმებლად, უარი განაცხადეს. როდესაც რამეს აბრალებ სხვას და შემდეგში ამის დასაბუთება არ შეგიძლია, თან, გადამოწმებაზე უარს აცხადებ, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ჰაერში გასროლილი ცარიელი ბრალდებაა. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვა, რომ არჩევნები ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების საკითხი ჩვენ არც შეგვითავაზებია, რა თქმა უნდა, ამაზე თანხმობას არც ვეტყვით”, — აღნიშნა თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას არჩევნების გეგმიურად ჩატარება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში შესთავაზა. მისივე თქმით, “ოცნებისთვის” მიუღებელია პლებისციტზე, ან ე.წ. 40%-იან ზღვარზე საუბარი.

მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა – დანიელსონი ბრიუსელში ბრუნდება

მასალების გადაბეჭდვის წესი