ახალი ამბები

მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა – დანიელსონი ბრიუსელში ბრუნდება

19 მარტი, 2021 •
მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა – დანიელსონი ბრიუსელში ბრუნდება

“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიატორობით 9 სააათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც მოლაპარაკებების მედიატორმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, ის ბრიუსელში  დილით ბრუნდება.

“მე ჩართული ვიყავი ინტენსიურ მოლაპარაკებებში ამ კვირაში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი, მისი ვიზიტისა და შემოთავაზების შემდეგ, რომ ევროკავშირს მედიაციის როლი შეესრულებინა.

ევროკავშირმა და აშშ-მ გულმოდგინედ იმუშავეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ პარტიებს და დაესრულებინათ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. პოლიტიკური კრიზისის დასრულება საქართველოს ლიდერებისთვის ნიშნავდა, რომ მთელი ყურადღების გამახვილება შეძლებოდათ კორონავირუსის პანდემიასა და მის სოციალურ-პოლიტიკური შედეგებზე, ევროკავშირის დღის წესრიგში მოეხდინათ პროგრესი და საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესები დაეცვათ – ეს ნამდვილი გამოწვევებია, რომლის წინაშეც ეს ქვეყანა დგას.

პრეზიდენტი მიშელის მიერ დატოვებული 6 პუნქტიდან ზოგიერთ მონაკვეთში, სხვადასხვა აქსპეტში, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო, რაც შეეხება სხვა საკითხებს ამაზე ნაკლები წინსვლა იყო. მე დილით დავბრუნდები ბრიუსელში და ამის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს. ეს პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ იყოს ნაპოვნი გადაწყვეტილება კრიზისიდან დამოკიდებულია პოლიტიკურ ლიდერებზე. იმედი მაქვს პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ახლა სიტუაიციაზე, იმ მგზაზე რაც გასავლელი აქვთ და კომპრომისზე, რაც საჭიროა მედიაციისთვის”, – განაცხდა დანიელსონმა.

მოლაპარაკებების მედიაციისთვის კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში მან არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთა, ასევე “ქართულ ოცნებასთან”. 17 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა და ოთხსაათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა, ისევე როგორც 18 მარტს გამართული ბოლო ერთობლივი შეხვედრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი