ახალი ამბები

არ დავსხდებით ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე, ეს არის ამ მაგიდის აყირავება — ხაზარაძე

19 მარტი, 2021 • 882
არ დავსხდებით ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე, ეს არის ამ მაგიდის აყირავება — ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებასთან” ოპოზიციური პარტიების მიერ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე წასვლა “მაგიდის აყირავებაა”. ამის შესახებ მან დღეს, 19 მარტს, “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა.

“არავითარ შემთხვევაში არ დავსხდებით ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე, ეს არის ამ მაგიდის აყირავება. რომელ ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე დავსხდეთ, როდესაც პრეზიდენტ მიშელის ფორმატით მიმდინარეობს მოლაპარაკება. რას ნიშნავს ეს, ცალკე გავიდე და თვალები ვუპაჭუნო ქართულ ოცნებას? ეს წარმოუდგენელია და დიდი შეცდომაა. ეს არის იმ მედიატორის უგულვებელყოფა და უპტაივცემულობა, რომელმაც ამდენი რესურსი ჩადო. ეს ხომ გამორიცხულია?” — განაცხადა ხაზარაძემ.

“ლელოს” ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია დაგეგმავს როგორც თავის აქციებს, ისე — მუდმივ კოორდინაციაში იქნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. მისივე თქმით, “ლელო” კონსტიტუციის ფარგლებში პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავს.

ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების სურვილის შესახებ დღეს პირველად “გირჩის” ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

“გირჩი” პირდაპირ მოლაპარაკებას დაიწყებს “ოცნებასთან” — მეგრელიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი