ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ის ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოა” – ახლვლედიანი დათა ვანიშვილის გარდაცვალებაზე

19 მარტი, 2021 • 924
“ის ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოა” – ახლვლედიანი დათა ვანიშვილის გარდაცვალებაზე

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი მწუხარებას გამოთქვამს ხურვალეთში, გამყოფ ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო და აცხადებს, რომ იგი ოკუპაციისთან ბრძოლის სიმბოლოა.

“დათა პაპა არის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციის და მის უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებთან ბრძოლის სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, გამყოფი ხაზის გასწვივ აღმართული ხელოვნური ბარიერების შედეგად, მისი სახლი აღმოჩნდა საოკუპაცო ხაზის მიღმა, დათა ვანიშვილს არასდროს შეუწყვეტია ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, არ შეგუებია მას და მიუხედავად ურთულეს პირობებში ცხოვრებისა, არ დაუტოვებია საკუთარი სახლი.

დათა ვანიშვილი განასახიერებს იმ უმძიმეს ხვედრს, რომელსაც, სამწუხაროდ, დღემდე განიცდის და იზიარებს მრავალი ადამიანი როგორც ცხინვალის რეგიონებში, ასევე აფხაზეთსა და გამყოფი ხაზების სიახლოვეს, რაც საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური პოლიტიკის გამოვლინებაა.

სწორედ უკანონო ოკუპაციის შედეგია, რომ დღემდე, სისტემატურად და უხეშად ირღვევა კონფლიქტით დაზარალებული მრავალი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, უპირველესად, როგორც არის ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და თავისუფალი გადაადგილება, რაც იწვევს ოჯახების გაყოფას, საკუთრებაზე, მათ მიწაზე და სახლებზე წვდომის დაკარგვას”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.


დათა ვანიშვილი დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა. იგი ხურვალეთში გამყოფ ხაზთან ცხოვრობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი