ახალი ამბები

ახვლედიანი: „ოკუპირებული ტერიტორიებიდან 800-ზე მეტ კოვიდინფიცირებულს ვუმკურნალეთ“

18 ნოემბერი, 2021 • 1161
ახვლედიანი: „ოკუპირებული ტერიტორიებიდან 800-ზე მეტ კოვიდინფიცირებულს ვუმკურნალეთ“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ 800-ზე მეტ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს უმკურნალეს. ამის შესახებ მან პარლამენტში დღეს, 18 ნოემბერს განაცხადა, სადაც უსმენენ.

„გლობალური პანდემიის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის დახმარებამ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, რაც კორონავირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან რამდენიმე კომპონენტად, ძირითადად, აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით განხორციელდა, სამედიცინო საშუალებების მიწოდების, ცნობიერების ამაღლების, ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარების ჩათვლით.

რაც ყველაზე მთავარია, მიმდინარეობს კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა. ამ დრომდე, კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა გაეწია 800-ზე მეტ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს. ამ მიზნით რეკორდულად სწრაფ დროში აღიჭურვა და ამოქმედდა რუხში არსებული კლინიკა“, — განაცხადა ახვლედიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი