ახალი ამბები

27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმი მიმდინარეობს

18 მარტი, 2021 •
27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმი მიმდინარეობს

27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმი მიმდინარეობს.

საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების ერთობლივ კონსილიუმს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრება. კონსილიუმში იღებს მონაწილეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი და სხვა ექიმები.

ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.


აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით იმუნიზაციის ექსპერტთა სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოში “ასტრაზენეკით” ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.

ამასთან, ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „უსაფრთო და ეფექტურია. ამის შესახებ დღეს, 18 მარტს, ცოტა ხნის წინ განაცხადეს ევროპის წამლის სააგენტოს საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც „ასტრაზენეკასა“ და თრომბოზის შემთხვევებს შორის კავშირს ეხება. ევროპის წამლის სააგენტოს ჯანდაცვის ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში განხილავდნენ ამ საკითხს. დღეს ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ გაარძელებენ კვლევებს.

ცნობისთვის, ყველა ვაქცინას ახასიათებს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება, ალერგიული რეაქცია, რომელიც იშვიათ შემთხვევებში ვლინდება.

რა წერია „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნაში

მასალების გადაბეჭდვის წესი