ახალი ამბები

“ევაკუაციაზე საუბარი არ არის” – გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი

18 მარტი, 2021 •
“ევაკუაციაზე საუბარი არ არის” – გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი

გარემოს ეროვნული სააგენტო გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული სხეული ორ ხევს შორისაა მოქცეული, თუმცა მათ უკან არც დასახლებული პუნქტები მდეობარეობს და არც ამჟამად მიმდინარეობს მშენებლობა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი არ არის.

გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მეწყრული პროცესები არეალის რთულმა მორფოლოგიურმა პირობებმა, გეოლოგიურმა აგებულებამ და სხვა თანმხლებმა გარემოებებმა გამოიწვია:

“

მიმდინარე წლის მარტის თვეში ვაშლიჯვარი-ლისის საავტომობილო გზის, მაჭავარიანის ქუჩის მარჯვენა ფერდობზე ძველ ტექტო-სეისმურ-გრავიტაციული ბლოკის ფარგლებში დროებით სტაბილიზაციაში მყოფი ბლოკის სხეულში განვითარდა მეორადი გენერაციის მეწყრული სხეული, რომლის ძირითადი გამომწვეველი მიზეზებია სამიზნე არეალის რთული მორფოლოგიური პირობები, გეოლოგიური აგებულება, ამგები ქანების თანხვედრილობა ფერდობის დახრილობასთან, ქანების დაშლილობა სხვადსხვა პროცესებიდან გმაომდინარე, ეს იქნება ტექტონიკური თუ გამოფიტვის პროცესები, დამყოლობა მეწყრული, გრავიტაციული და ეროზიული პროცესების მიმართებით.

ამასთან დანაპრალების ხარისხი იმდენად დიდია… მიწისქვეშა წყლების ზემოქმედება აქტიურად მიმდინარეობს, ეს სეზონურობასაც უკავშირდება. ბოლო პერიოდში მოგეხსენებათ ქალაქში როგორი კლიმატური პირობები იყო. ყოველივე ამან გააქტიურა ეს მეწყრული სხეული” – აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

მისი თქმით, პროცესების აღმოჩენიდან პირველი დღეს დაიწყო შესაბამისი კვლევები და ტერიტორიას 24-საათიან რეჟიმში აკვირდებიან. პერიმეტრის ევაკუაციის საჭიროება კი არ დგას, რამდენადაც მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, ტერიტორია დასახლებული არ არის და იქ არც მშენებლობები მიმდინარეობს:

“პირველი დღიდანვე შესაბამისი უწყებები იყვნენ ჩართულები, ხორციელდებოდა კვლევები და მონიტორინგი. ბოლო დღეებში როდესაც პროცესი უფრო მეტად გააქტიურდა, შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალებების და საფეხმავლო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ. ველოდებით  უცხოელ კოლეგებს. მუშავდება ის რეკომენდაციები, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს მეწყერთსაწინააღმდეგო დამცავი ღონისძიებები. არავითარ მოსახლეობის ევაკუციაზე საუბარი არ არის, რადგან არც სტიქიის ზონაში და არც მიმდებარედ არავინ ცხოვრობს შესაბამისად ევაკუაციაც არ განხორციელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტო ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. ამ ტიპის მეწყრული სხეულის გენეზისი ისეთია, რა თქმა უნდა, იმ ნაპრალებში ნალექის მოხვედრა გამოიწვევს ბლოკების გადაადგილებას, ამიტომ, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი. 

მეწყრული სხეული რომელთანაც საქმე გვაქვს, ორ ხევს შორისაა მოქცეული და ამ ხევების უკან არავითარი მშენებლობა არც არის და დღესაც არ მიმდინარეობს” – ამბობს გეოლოგი.


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტის დირექტორი, გეოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ დაძრულია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწა. თუმცა, ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მიწის მასა.

დაძრულია ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მიწა, შეკავება შეუძლებელია — თეა გოდოლაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი