ახალი ამბები

ბრალდებულები დაკავებისას გაიქცნენ და ავარიაში მოყვნენ — სუსი

17 მარტი, 2021 • 1057
ბრალდებულები დაკავებისას გაიქცნენ და ავარიაში მოყვნენ — სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) დღეს, 17 მარტს, ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავა. როგორც ნეტგაზეთს სუს-ის პრესსამსახურში უთხრეს, დაკავებისას ბრალდებულებმა მიმალვა სცადეს და ავტომობილით გაიქცნენ, რა დროსაც მუხიანის ტერიტორიაზე ერთ-ერთ მანქანას დაეჯახნენ. სუს-ის თანახმად, ბრალდებულებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ და საავადმყოფოში მხოლოდ შემოწმების მიზნით გადაიყვანეს.

რაც შეეხება ყალბი ფულის გასაღების ბრალდებას, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა, ჯამში, 3 400 ლარი ყალბი ფული გაასაღეს. მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ დროის სხვადასხვა პერიოდში ბრალდებულმა გამოძიებასთან მოთანამშრომლე პირზე გაასაღა ყალბი 100-ლარიანი კუპიურები, ჯამში, 1400 ლარი, ხოლო დამატებით ყალბი 2000 ლარის გასაღება თანმხლებ 2 პირთან ერთად
განახორციელა 2021 წლის 17 მარტს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი ფულის გასაღებას გულისხმობს”, — აცხადებენ სუს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი