სახელმწიფო უსაფრთხოების ცნობით, დაკავებულია საქართველოში მცხოვრები ნიგერიის მოქალაქე და „საფეხბურთო კლუბ – გარდაბნის“ მწვრთნელი, რომელმაც დროებითი ბინადრობის მოწმობის აღებაში დასახმარებლად ნიგერიის მოქალაქე ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმა ამავე საფეხბურთო კლუბში, რის სანაცვლოდაც მისგან აიღო 3000 აშშ დოლარი.

მათ ბრალად ედებათთ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.