ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელის თქმით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება მნიშვნელოვანია არა მარტო ძლიერი დემოკრატიის მშენებლობისთვის, არამედ ინვესტიციების მოსაზიდად.
„მე ხაზი გავუსვი, რომ საქართველომ სასამართლო სისტემის რეფორმის დანაპირები უნდა შეასრულოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის რეფორმის ჩათვლით, და უზრუნველყოს ნდობის გაზრდა მოსამართლეების მიმართ. დამოუკიდებელი სასამართლო არის ქვაკუთხედი დემოკრატიული სისტემის”, – განაცხადა ბორელიმ.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა ბრიუსელში გაიმართა.