7 ოქტომბერს, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებული დებატების ფარგლებში, ევროპარლამენტში საქართველოსა და ირანის შემთხვევებზე იმსჯელებენ.
კერძოდ, დებატების ფარგლებში ევროპარლამენტარები იმსჯელებენ ორ საკითხზე:
- ადამიანის უფლებების მდგომარეობა ირანში, კერძოდ, ტარანე რაჰიმისა და ლეილა აბოლჰასანის საქმეები;
- მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მცდელობები, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები საქართველოში.
დებატების შემდეგ, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ.
