ახალი ამბები

ბორელი: ყველა მხარეს ვთხოვთ, კომპრომისზე წავიდნენ

16 მარტი, 2021 • 1134
ბორელი: ყველა მხარეს ვთხოვთ, კომპრომისზე წავიდნენ

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოში კრიზისის განსამუხტად ყველა მხარეს მოუწოდებს, კომპრომისზე წავიდნენ.

ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“გასულ წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა იპოვოს საერთო საფუძველი დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსასვლელად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა საქართველომ უნდა უპასუხოს კორონავირუსის პანდემიას და წინ წაიწიოს შორს მიმავალი რეფორმების განორციელებაში, რომელიც უნდა მოიცავდეს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს. არჩეულ მთავრობაზე დამოკიდებული ლიდერობა აჩვენოს.

პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმებას მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში. საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა არ არის სასარგებლო პოლიტიკური პლურალიზმისთვის. ყველა პარტიამ უნდა შეხედოს ფართო სურათს და ჩვენ ყველა მოთამაშეს ვთხოვთ, ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და კომპრომისზე წავიდნენ”, – განაცხადა ბორელიმ.

მისი თქმით, ევროკავშირი დიდი ხანია ჩართული ფასილიტაციის პროცესში, ცოტა ხნის წინ კი გადავიდა მედიაციაზე. ამ პროცესში შეთანხმება, ბორელის თქმით, ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა პრემიერი ამბობს, რომ მზადაა დიალოგისა და პროგრესისთვის და იგივე პოზიცია უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან.

“დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს იმ ასპექტებზე, რაზეც საუბარი გვქონდა მომდევნო დღეებში, უნდა მოხდეს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევა”, – დასძინა ბორელიმ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი