ახალი ამბები

კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

15 მარტი, 2021 •
კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს, 15 მარტს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. ამის შესახებ დანიელსონმა პრეზიდენტის სასახლეში წასვლამდე ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეს დანიელსონის ზურაბიშვილთან მეორე შეხვედრა იქნება. დღეს დილით დანიელსონი უკვე შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს. მისი თქმით, შეხვედრები დღის განმავლობაში გაგრძელდება.

“პრეზიდენტ მიშელისგან მე მაქვს კონკრეტული ამოცანა დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა, ჩვენ ვაგრძლებთ მუშაობას. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა, რომლებიც კონსტრუქციულები არიან, განაგრძონ კომპრომისის საჭიროების დანახვა”, – განაცხადა დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონს საქართველოში ვიზიტი გუშინ უნდა დაესრულებინა, თუმცა გუშინ ღამით საქართველოში დარჩენის შესახებ განაცხადა. დღეს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება, რათა ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში კონკრეტულ შედეგს მიაღწიონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი