პოლიტიკური მოძრაობის “დროა” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის TV პირველიდან მასალების ამოღების უფლების მიცემა ხელისუფლებას “არ გაუვა” და ამას “არ შეეგუებიან”.
“სოლიდარობა და მხარდაჭერა ტვ1-ს და კონკრეტულ ჟურნალსტებს, ვინც საკუთარი რისკის ფასად შეასკდა სისტემას და კონკრეტული საფრთხეების მიუხედავად ამხილა დანაშაული. თან ‘წმინდას’ შეეხო. ის, რომ სახლემწიფოს მთელი მანქანა (სასამართლო, პროკურატურა) ტელევიზიას ესხმის თავს და არა დამნაშავეებს, ეს უკვე ნორმაა ჩვენს ქვეყანაში. არ შევეგუებით და მაინც არ გაგივათ”, — წერს ხოშტარია ფეისბუქზე.
ტელეკომპანია “პირველის” განცხადებით, სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანიის განცხადებით, განჩინება სამაუწყებლო კომპანიაში გუშინ შევიდა.
ჟურნალისტების განცხადებით, განჩინების მიხედვით, პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ასახული, არამედ მოითხოვა კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.