ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენასთან და დონაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 11 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ისრაელთან მოლაპარაკებები ეხება “ფაიზერისა” და “მოდერნას” წარმოებული ვაქცინების შესყიდვას ან/და დონაციას. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანიასთან და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთანაც, მაგრამ ამ ქვეყნებიდან ვაქცინის მიღება მიმდინარე წლის მესამე კვარტლამდე, ანუ შემოდგომამდე არ იქნება შესაძლებელი.
ტიკარაძემ დღესვე აღნიშნა, რომ საქართველოში იუნისეფის დახმარებით ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტიდან შემოვა. ეს იქნება “ასტრაზენეკას” წარმოებული ვაქცინის 43 200 დოზა.