ახალი ამბები

“ეს ყველას ბრალია” — გომელაური 13 წლის გოგოს მშობიარობაზე

5 მარტი, 2021 • 1109
“ეს ყველას ბრალია” — გომელაური 13 წლის გოგოს მშობიარობაზე

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ოჯახში და ბავშვებზე ძალადობის ფაქტები საზოგადოების პრობლემაა და არა — რომელიმე ერთი უწყების.

დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრს უსმენენ. მას არაერთმა დეპუტატმა, მათ შორის, ნინო წილოსანმა ჰკითხა ქვემო ქართლში მომხდარ შემთხვევაზე — 13 წლის გოგოს მშობიარობის ფაქტზე.

„რაც შეეხება 13 წლის ბავშვის თემას. ეს უმძიმესი თემაა, როგორც 14 წლის ბავშვის ამბავი ქობულეთში — ეს არ არის მხოლოდ შსს-ს თემა, რატომღაც ყველა იძახის, სად იყო პოლიცია… მე არ ვირიდებ ამ თემას, თუმცა ყველა ჩვენი, იქნება ეს განათლება თუ სხვა… ჩემი, თქვენი ეს ყველას ბრალია. რომ არა სავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია, ვერც გავიგებდით, რომ ეს ფაქტი მოხდა.

ისე გავიდა ეს თვეები, არავის არაფერი უთქვამს.. არც მეზობლები… ეს საზოგადოების პრობლემაა, ეს არაა მხოლოდ შსს-ს პრობლემა. იგივე იყო 14 წლის ბავშვის ამბავზეც, მოიყვანეს ბიძებმა, დაიკითხა, არანაირი ძალადობა არ დაუფიქსირებია, სოციალურ მუშაკთან ერთად დაიკითხა, არანაირი პრობლემა არ ყოფილა და შემდგომ მოხდა ეს…“, — ამბობს გომელაური.

მისივე თქმით, შს სამინისტრო მრავალმხრივაა ჩართული აღნიშნული პრობლემის პრევენციაში, მათ შორის, საინფორმაციო კამპანიის მხრივ — „ვეცდებით მეტი გავაკეთოთ, არ ვირიდებ პასუხისმგებლობას… მეც მყავს შვილები და ურთულესი და უმძიმესი თემაა და საზოგადოება უნდა ჩაერთოს. ყველა, მთელი საზოგადოება“.

„იგივე ოჯახში ძალადობის თემა – კი გაზრდილია, მომართვიანობა,.სიტყვაზე, თუ იყო 400 შარშან, დღეს 500-ია. ხშირია, როდესაც მეზობელი რეკავს და გვატყობინებს, რომ არის ხმაური. მივდივართ და არის ან ბავშვი, ან მეუღლე ნაცემი. იშვითად, თუმცა ქმარიცაა ნაცემი, შეიძლება გვეღიმება, მაგრამ ყოფილა.

ყოფილა ამბები, როდესაც შვილს უძალადია დედის მიმართ. შემდეგ თავად დედას უთქვამს, შვილს ხომ არ დავაჭერინებ… დიდი უბედურებაა ჩემთვის, ქართველი კაცისთვის, მით უმეტეს.

ყველაფერს ვაკეთებთ, საზოგადოებაც უნდა ჩაერთოთ. ეს თემა არ უნდა იყოს სირცხვილი, პოლიციისთვის შეტყობინება. ასეთი ადამიანი უნდა დაისაჯოს, ყველა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება“, — აცხადებს გომელაური.

ამ თემაზე გირჩევთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/327840/

მასალების გადაბეჭდვის წესი