ახალი ამბები

ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტომობილებით მსვლელობა გაიმართა

4 მარტი, 2021 • 760
ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტომობილებით მსვლელობა გაიმართა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.

ავტომობილებით მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ოპოზიციამ გააუქმა კანცელარიასთან დაგეგმილი პიკეტირება.

“ოპოზიციამ თავისი გეგმები შეცვალა. დაანონსებული აქციების ფორმატი შეიცვალა იმის გამო, რომ ხელისუფლებას არ მისცემოდა საბაბი, ჩაეშალა მოლაპარაკებები. დღევანდელი აქცია არის კიდევ ერთი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენი ლიდერისადმი. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ სწორედ ნიკა მელია უნდა იჯდეს მაგიდის მეორე მხარეს, როდესაც დიალოგი დაიწყება”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მანუჩარ ახალაიამ “მთავარ არხთან” ინტერვიუში.

ოპოზიციამ გადადო ერთობლივ ფორმატში დაანონსებული საპროტესტო აქციები, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების პიკეტირებას ითვალისწინებდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აქციები გადავადდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შეთანხმებისთვის დასახელებული 2-კვირიანი ვადით.

ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის პიკეტს აანონსებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი