ახალი ამბები

მოლდოვაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

3 მარტი, 2021 • 944
მოლდოვაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

მოლდოვამ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

ქვეყანაში თავდაპირველად სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან.

ვაქცინაციის პირველ დღეს ასტრაზენეკას ვაქცინა 751-მა ექიმმა, ექთანმა და სანიტარმა მიიღო.

ქვეყნის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, რომელიც ამ თანამდებობაზე გასულ წელს აირჩიეს, ვაქცინაციის დაწყებასა და უშუალოდ ვაქცინის საჩუქრად გადაცემაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრსა და მოლდოვის მეზობელ სახელმწიფოს – რუმინეთს.

გასული წლის დეკემბერში მოლდოვაში ვიზიტით მყოფმა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა დადო პირობა, რომ კიშინოვს ბუქარესტისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ვაქცინების დოზებს გაუნაწილებდნენ.

გარდა რუმინული დახმარებისა, მოლდოვა COVAX-პლატფორმიდანაც ელოდება ასტრაზენეკას მიერ წარმოებული ვაქცინის დოზების მიღებას.

ფოტო გარეკანზე: მოლდოველი ექიმი ვაქცინაციის დროს/მაია სანდუ


მოლდოვაში ამ დროისთვის დაფიქსირებულია კორონავირუსის ინფექციის 187 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 4000-ზე მეტი ადამიანი.

მოლდოვა და რუმინეთი ერთ ენაზე – რუმინულზე მოსაუბრე ხალხითაა დასახლებული. სწორედ რუმინეთია მოლდოვის მთავარი საგარეო პარტნიორი და მხადამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი