ახალი ამბები

“არ ვიცი, რა არგუმენტაცია ჰქონდა ამის დასადასტურებლად” — მელიას პროკურორი ზარქუაზე

2 მარტი, 2021 • 627
“არ ვიცი, რა არგუმენტაცია ჰქონდა ამის დასადასტურებლად” — მელიას პროკურორი ზარქუაზე

ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, მან არ იცის, რა არგუმენტაციას ემყარება დეპუტატი ირაკლი ზარქუა, როცა გირაოს გირაოთი გამკაცრების უპრეცედენტობაზე საუბრობს და ნორმის ამგვარ განმარტებას კანონმდებლობა უშვებს.

“მე ვისაუბრებ მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებზე. ნამდვილად არ არის ჩემთვის ცნობილი, სხვა პიროვნებამ რა ინფორმაცია გააჟღერა და რა არგუმენტაცია ჰქონდა ამის დასადასტურებლად. თუმცა მე ვიყავი პროკურორი ამ საქმეზე, მათ შორის, იმ პროცესზე, რომელზეც მოხდა გამკაცრება გირაოს გაზრდით. ამას კანონმდებლობა უშვებს. ეს არის ნორმის განმარტების საკითხი, რაც საკმაოდ მარტივად აღსაქმელია ყველა იურისტისთვის”, – თქვა სადრაძემ ირაკლი ზარქუას განცხადების კომენტირებისას.

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

მასალების გადაბეჭდვის წესი