ახალი ამბები

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართა

9 მაისი, 2021 • 2235
პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 9 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართა. ნიკა მელიას ამ დროისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, რადგან მან თავდაპირველად შეფარდებული გირაო არ გადაიხადა.

ჯერ უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო სხდომა, სადაც მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი უნდა განიხილონ.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით გამართულ მოლაპარაკებებში, ევროკავშირის შემოთავაზებულ წინადადებებს შორის იყო ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდება, რომელსაც ევროკავშირი გადაიხადა. ევროკავშირმა მელიას გირაო 40 ათასი ლარი გუშინ, 8 მაისს გადაიხადა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა გადახდილია – EU-ს წარმომადგენლობა

მასალების გადაბეჭდვის წესი