ახალი ამბები

პარლამენტთან 7 აქტივისტი დააკავეს

2 მარტი, 2021 • 750
პარლამენტთან 7 აქტივისტი დააკავეს

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანტისახელისუფლებო აქცია იმართება. პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან პოლიციამ 7  აქტივისტი დააკავა.

როგორც “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა მას შემდეგ, რაც ისინი სკანდირებდნენ “მონებო!”.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 7 პირი დააკავეს ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქციას ოპოზიციური პარტიები მართავენ. მათ აქციის გამართვის შესახებ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადეს, მას შემდეგ, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით შეხვედრა გაიმართა.

ოპოზიციის განცხადებით, მათი აქცია მშვიდობიანია და გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა.

მიშელი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები შედეგებს უახლოეს პერიოდში გამოიღებს

მასალების გადაბეჭდვის წესი