საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ოთხი პირია დაკავებული.
მათ ბრალი წარედგინათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლით(სამართალდამცავის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა).
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქცია გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში , რაც დაკავებების მიზეზი გახდა.
მომიტინგეები „უცხოური გავლენის აგენტებზე“ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ.