ახალი ამბები

შსს მოუწოდებს მომიტინგეებს, უზრუნველყონ, „რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი“

2 მარტი, 2023 • 604
შსს მოუწოდებს მომიტინგეებს, უზრუნველყონ, „რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათი თანამშრომლები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მობილიზებული არიან.

უწყება მომიტინგეებს მოუწოდებს, „არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“ და აფრთხილებს „აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი“.

შსს-ში ხაზს უსვამენ, რომ სამართალდარღვევის ფაქტებზე „ყველა შესაბამის ზომას მიმართავენ“.

მანამდე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, რომელზეც მოქალაქეები „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონს აპროტესტებდნენ, სამართალდამცავებმა მომიტინგეები დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი