ნეტგაზეთი | თსუ-ში სასწავლო პროცესი დაიწყო თსუ-ში სასწავლო პროცესი დაიწყო – Netgazeti
RU | GE  

თსუ-ში სასწავლო პროცესი დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესი 1 მარტს ონლაინ რეჟიმში დაიწყო.

სასწავლო პროცესი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შექმნილი ეპიდსიტუაციის შესაბამისად დაგეგმა. თუ რა ფორმატით გაგრძელდება სასწავლო პროცესი 15 მარტიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოები იმსჯელებენ, რის შემდეგაც აკადემიური საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.  სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სრულ  ინფორმაციას სტუდენტები უახლოეს დღეებში მიიღებენ.

თსუ კანცლერის ლაშა საღინაძის ინფორმაციით, გაზაფხულის სემესტრის პირველ ეტაპზე თეორიული კომპონენტით სწავლება განხორციელდება, პრაქტიკული კომპონენტი კი შემდგომ შევა ძალაში.

„სემესტრის დასაწყისში სასწავლო პროცესი შედგება თეორიული კომპონენტებისგან. 15 მარტის შემდგომ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით იმ მიმართულებებზე, სადაც სრულყოფილი განათლების მისაღებად პრაქტიკული სწავლებაა საჭირო, სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება,“- აღნიშნა ლაშა საღინაძემ. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 22 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი