ახალი ამბები

აქტივისტებს რუსთაველზე კარვები გზის სავალი ნაწილიდან გადააქვთ

26 თებერვალი, 2021 • 858
აქტივისტებს რუსთაველზე კარვები გზის სავალი ნაწილიდან გადააქვთ

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, გზის სავალი ნაწილიდან კარვები აიღეს და პარლამენტის შენობასთან გადაიტანეს.

ამ დრომდე [18:50 საათი] გზის სავალ ნაწილზე მხოლოდ ერთი კარავი რჩება.

“ხელისუფლებას ვაძლევთ ვადას ორი კვირის მანძილზე, რომ შეასრულონ მოთხოვნები, რაც დავაყენეთ. თუ არადა, ორ კვირაში გავავსებთ კარვებით პროსპექტს. ახლა გადავიტანთ გზის სავალი ნაწილიდან, მოქალაქეებსაც რომ არ შევუქმნათ პრობლემები”,- განაცხადა მოძრაობამ “საქართველოსთვის” წარმომადგენელმა კახაბერ კვეკვესკირმა.


აქტივისტების კარავი რუსთაველის გამზირზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იდგა, მანამდე კი აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე კარავი გაშალეს

რუსთაველზე დღეს 26 თებერვალს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მელიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტია და მათი მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. ოპოზიცია ამბობს, რომ საპროტესტო აქციათა ტალღა გაგრძელდება, 2 მარტს კი დაგეგმილია პარლამენტის პიკეტი.

ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის პიკეტს აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი