ახალი ამბები

ნამახვანი ჰესის გამო დაკავებულ აქტივისტს გირაოს ფული შეუგროვეს, ის გაათავისუფლეს

25 თებერვალი, 2021 • 862
ნამახვანი ჰესის გამო დაკავებულ აქტივისტს გირაოს ფული შეუგროვეს, ის გაათავისუფლეს

2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს აქტივისტი ლაშა მიქაუტაძე, რომელიც 23 თებერვალს, ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს დააკავეს. გირაოს შეფარდებაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 25 თებერვალს იმსჯელა.

“ლაშა მიქაუტაძემ წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” აქტივისტის ადვოკატმა.

ლაშა მიქაუტაძეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე [ძალადობა] და 226-ე [ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს] მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას ედავება.

ამავე თემაზე:

ნამახვანის ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი