ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს ხვდებიან

23 თებერვალი, 2021 • 500
ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს ხვდებიან

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს ხვდებიან.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, შეხვედრა სამუშაოა და ის ამ წუთებშიც გრძელდება. სამადაშვილის თქმით, ელჩები დღეს ოპოზიციას ხვდებიან, მოგვიანებით კი ასევე გეგმავენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრასაც, რათა გაიგონ, არის თუ არა სივრცე დარჩენილი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად:

“შეხვედრა გრძელდება, ეს არის სამუშაო შეხვედრა იმიტომ, რომ ფასილიტატორ ელჩებს აქვთ სურვილი დაადგინონ მხარეების პოზიციები. ისინი დღეს შეხვდნენ ოპოზიციას, ასევე შეხვდებიან ხელისუფლების წარმოამდგენლებს და სურთ დაადგინონ, არის თუ არა სივრცე იმისთვის, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები. ჩვენ ვსაუბრობთ მათთან ჩვენს პოზიციაზე, როგორ გვესახება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გმაოსავალი. ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რონ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ სივრცე მოლაპარაკებებისთვის შეამცირა და შეავიწროვა “ქართულმა ოცნებამ”.

ჩვენი პოზიცია ნათელია, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე, მაგრამ იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა რაიმე შედეგი გამოიღოს, აუცილებელია ჩვენ დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რაც უკავშირდება პოლიტპატიმრების თემას. ეს თემა თუ არ დაიხურა, ვერანაირი მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს. ორი მთავარი საკითხია, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი” ,- ამბობს სალომე სამადაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი